ლიონელ მესი მოედანზე სექტემბერში დაბრუნდება, იუწყება ჟურნალისტი ერნან კლაუსი. არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და „ინტერ მაიამის“ კაპიტანი კოჭის ტრავმას მკურნალობს, რომელიც კოპა ამერიკაზე მიიღო და გუნდთან ერთად ვარჯიშს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
მოსალოდნელია, რომ მესიმ MLS-ში 14 სექტემბერს „ფილადელფიასთან“ ითამაშოს, თუმცა, გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარების შემთხვევაში შესაძლოა 37 წლის არგენტინელი 1 სექტემბერს „ჩიკაგოსთან“ მატჩში მოედანზე ვიხილოთ.
მესიმ მიმდინარე სეზონში „ინტერ მაიამიში“ ჩატარებულ 12 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
