საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილის მხარდაჭერით, თბილისში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ “ლევანტეს” საწვრთნელი ბანაკი მოეწყო. 19-20 აგვისტოს დიდ დიღომში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მდებარე ტექნიკურ ცემტრში 2006-2011 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს შორის ჩატარებული კემპის შემდეგ 10 მოთამაშე რომლებსაც საშუალება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა “ლევანტეს” პროექტ PLAYER EXPERIENCE-ში და ორი კვირა გაატარონ “ლევანტეს” აკადემიაში.
კემპის დასრულების მერე, ქოჩოარაშვილმა თავის ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა:
“მინდა, მადლობა გადაგიხადოთ (გოლის) მოლოცვისთვის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ბედნიერი დღეა, როდესაც დიდ დიღომში მიმდინარე „ლევანტეს“ კემპში უკვე 135 ბავშვმა მოახერხა ვარჯიში.
ამავე დროს გულნატკენი ვარ, რომ დარეგისტრირება ყველა ბავშვმა ვერ მოახერხა, მაგრამ მინდა, მათ მოვუწოდო, რომ არასოდეს დანებდეთ, იშრომეთ და ღმერთი და ფეხბურთი მონდომებას აუცილებლად დაგიფასებთ. მალე დაიგეგმება ასეთივე ან უკეთესი კემპი, „ლევანტესთან“ თუ მის გარეშე.
ასევე, მინდა, მოვუწოდო გოგონებს, რომ იაქტიურონ, რადგან საქართველოში ქალთა ფეხბურთი ძალიან მაგრად ვითარდება. ვხედავთ, ჩვენი ეროვნული ნაკრები როგორ დონეზე თამაშობს. ამიტომ შემდეგ შეკრებებზე კეპმში მონაწილეობას გოგონებიც მიღებენ“.
ამასობაში „ლვენატეს“ სოციალური კონტენტის მენეჯერმა, ხავიმ საქართველოში სტუმრობის შესახებ ქართულ ენაზე მორიგი პოსტი დაწერა: „რა მენაღვლება?! ჯვარზეც ვიყავი, შავი და თეთრი არაგვიც ვნახე და ხვლიკისფერი სვეტიცხოველიც. ჩემო ქართველო მეგობრებო, დაუჯერებელია ის სიყვარული, რასაც თქვენგან ვიღებ და ჯერ მხოლოდ ერთი დღეა, რაც აქ ვარ. იმედია, შევძლებ, ყველას დაგიბრუნოთ ის სითბო, რასაც ჩემ მიმართ ამჟღავნებთ“.
ლაშა თაბაგარი





