„ნაპოლიმ“ ლისაბონის „ბენფიკადან“ თავდამსხმელი დავიდ ნერეში შეიძინა. იტალიურმა კლუბმა 27 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადა.
ნერეშმა ნეაპოლელებთან 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილი შემთხვევაში, თანამშრომლობა კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.
გასულ სეზონში ნერეშმა „ბენფიკაში“ ყველა ტურნირში ჩატარებულ 35 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.
ნერეში „ბენფიკას“ გარდა, „სან პაულუში“, „აიაქსში“ და დონეცკის „შახტარში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი
