ჯიღაურის მეორე გოლი ლიდერის მაისურით

0
43

ჯაბა ჯიღაურმა მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში თავი მეორედ გამოიჩინა. მე-14 ტურში „ნასაფი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გამოდის სტუმრად „ოლიმპიკს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. ჯიღაური სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე თანაგუნდელის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ჯიღაურმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ნასაფი“ 35 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი