გულიაშვილმა ბოსნიაში ისევ გაიტანა

0
65

გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის უმაღლესი დივიზიონში კიდევ ერთი გოლი მიითვალა. მე-3 ტურში „სარაევო“, სადაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექფორვარდი გამოდის, შინ გოსკ-ი მიიღო და 3:1 დაამარცხა.
გულიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე სტუმართა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს ახლო მანძილიდან დაამატა – 2:0. მან მიმდინარე სეზონში 3 შეხვედრაში თავი მეოთხედ გამოჩონა. გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი