გიორგი წიტაშივილი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში დებიუტი შედგა. პირველ ტურში „გრანადამ“, რომელსაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზაფხულში ერთწლიანი იჯარით შეუერთდა „ალბასეტე“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა. 28-ე წუთზე მან ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და დაარტყა – ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 38-ე წუთზე გიორგი „ალბასეტეს“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და შორეულ კუთხეში ოდნავ არაზუსტად დაარტყა. 58-ე წუთზე წიტაიშვილი მარჯვნიდან ცენტრისკენ შეიწია, ორ მოწინააღმდეგეს გაცდა და საჯარიმოს გარედან „გაისროლა“, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. წიტაიშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს.
„გრანადამ“ ანგარიში 29-ე წუთზე მიგელ რუბიომ გახსნა, ხოლო „ალბასეტედან“ საპასუხო ბურთი 42-ე წუთზე ჯონ მორსილიომ ჩაიწერა. გადამწყვეტი გოლი პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე მარინმა პენალტიდან გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
