მარკო როისი კარიერას „ლოს ანჯელეს გელექსიში“ გააგრძელებს. გერმანიის ეროვნული ნაკრების ექსთავდამსხმელმა MLS-ის კლუბთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
35 წლის როისი დორტმუნდის „ბორუსიას“ აღზრდილია, სადაც 12 სეზონი გაატარა. მან ყველა ტურნირში დორტმუნდელთა მაისურით ჩატარებულ 429 მატჩში 301 გოლი გაიტანა. როისმა ბუნდესნაკრებში 48 მატჩი გამართა და მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო. ის მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონია. როისი ორი სეზონი მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ თამაშობდა – 109 შეხვედრაში 41 გოლი.
ლაშა თაბაგარი
