გოჩოლეიშვილს კონფერენს ლიგის ჯგუფამდე პლეი-ოფი აშორებს

0
43

„კოპენჰაგენი“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, კონფერენს ლიგის პლიე-ოფსი გავიდა. დანიელებმა ჩეხეთის „ოსტრავასთან“ შინ პირველი მატჩი 1:0 მოიგეს, ხოლო საპასუხო დაპირისპირების ძირითად დროში იმავე ანგარიშით დამარცხდნენ. დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო პენალტების სერიაში „კოპენჰაგენმა“ 2:1 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი  სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. მას პენალტი არ დაურტყამს. “კოპენჰაგენი” პლეი-ოფში შოტლანდიის “კილმარონს” შეხვდება. თამაშები 22 და 29 აგვისტოს ჩატარდება.
ირანის ჩემპიონატის პირველ ტურში „პერსეპოლისმა“,  რომლის ღირსებას გიორგი გველესიანი იცავს „ზობ აჰანი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1, მასპინძლების თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია ჩვენი ეროვნული გუნდის მცველს.
ლაშა თაბაგარი