პენალტების ყველაზე ხანგრძლივი სერია ევროთასების ისტორიაში

0
24

უეფას ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე „პანათინაიკოსაა“ და ამსტერდამის „აიაქსს“ შორის მატჩი ისტორიული მოვლენა დაფიქსირდა.
„აიაქსმა“ პირველი შეხვედრა სტუმრად ბერძნებთან 1:0 მოიგო, ხოლო ამსტერდამში „პანათინაიკოსმა“ იმავე ანგარიშით გაიმარჯვა. დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გაარკვია და პენალტების სერია დაინიშნა.
გუნდებმა 17-17 პენალტი დაარტყეს და „აიაქსმა“ 13:12 გაიმარჯვა. ევროთასების ისტორიაში ეს ყველაზე ხანგრძლივი თერთმეტმეტრიანების სერიაა. “აიაქსის” 40 წლის მეკარე რენმკო პესვერმა 5 პენალტი მოიგერია, ხოლო თავად ზუსტად დაარტყა.
„აიაქსი“ პლეი-ოფში პოლონეთის „იაგიელონიას“ შეხვდება, ხოლო  „პანათინაიკოსი“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ფრანგულ „ლანსს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი