ყაზაიშვილის ეფექტური გოლი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი

0
25

ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ეფექტური გოლი გაიტანა და თავის გუნდს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაში დაეხმარა.
ჩინეთის „შანდუნი“, რომელშიც 31 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის პლეი-ოფში „ბანგკოკ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა. 43-ე წუთზე, როდესაც ჩინელები 0:1 აგებდნენ, ყაზაიშვილმა ბურთი სტუმართა საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან მიიღო და მას მერე რაც ორ მეტოქეს გაცდა, ბურთი შორეულ „ცხრიანში“ ჩასვა. „შანდუნმა“ პენალტების სერიაში 4:3 გაიმარჯვა და ვაკომ თავისი შანსი ამ შემთხვევაშიც გამოიყენა. აზიის ჩემპიონთა ლიგაში 2 ჯგუფია – აღმოსავლეთი და დასავლეთი. თითოეულ ჯგუფში 12-12 გუნდია.
ლაშა თაბაგარი