ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა. სლოვაკებმა, რომლებსაც უფროსი ვლადიმირ ვაისი წვრთნის კვიპროსის აპოელთან პირველი მატჩი სტუმრად 0:0 დაასრულეს, ხოლო საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა პირველი თამაშის მსგავსად, მეორეც შეუცვლელად ჩაატარა, ისევე როგორც ლაშა დვალმა კვიპროსელთა შემადგენლობაში.
„სლოვანი“ პლეი-ოფში დანიის „მიდტიულანდს“ შეხვდება – პირველი თამაში 21 აგვისტოს დანიაში ჩატარდება, ხოლო საპასუხო 28 აგვისტოს ბრატისლავაში.
ლაშა თაბაგარი
