დაჩი ლორთქიფანიძემ იტალიის სერია B-ს ბინადარ “კრემონეზესთან” თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. 19 წლის ნახევარმცველმა თავისი მომავალი კრემონელებს 2027 წლის ივნისამდე დაუკევშირა.
მანამდე, ლორთქიფანიძე “კრემონეზეს” ჭაბუკთა გუნდის კაპიტანი იყო, რომელიც პრიმავერა 1-ში დაწინაურდა. მან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 3-ჯერ ითამაშა, ხოლო 19-წლამდელებში 6 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ “კრემონეზეს” პირველ გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი გამოდის.
ლაშა თაბაგარი





