მამუჩაშვილი კარიერას “შერიფში” გააგრძელებს

0
14

ვლადიმერ მამუჩაშვილი მოლდოვის ყველაზე ტიტულიან კლუბ “შერიფში” ითამაშებს. ტირასპოლური კლუბის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კონტრაქტი გააფორმა. მამუშაშვილი “შერიფს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ბათუმის “დინამოსთან” ხელშეკრულება ამოეწურა.
მამუჩაშვილი თბილისის “იბერია 1999”-ის (ყოფილი “საბურთალო”) აღზრდილია, რომელთან ერთად 2018 წელს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოიგო. ის ბათუმელთა შემადგენლობაში 2019 წლიდან გამოდიოდა და 222 მატჩში 52 გოლი გაიტანა, პლუს 25 საგოლე პასი გააკეთა. მან “დინამოს” მაისურით საქართველოს ჩემპიონატში 2-ჯერ გაიმარჯვა. მამუჩაშვილმა ჩვენ ეროვნულ გუნდში 10-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი