სიგუა ხანგრძლივი პერიოდი დაისვენებს

0
31

გაბრიელ სიგუამ მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანზე მინიმუმ ორი თვე ვერ გავა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს „ბაზელისა“ და „ლუცერნის“ 21-წლამდელთა გუნდების შეხვედრის დროს თავში მეტოქის თავი მოხვდა, რის გამო ორივე ფეხბურთელი კლინიკაში მოათავსეს.
„ბაზელის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, სიგუას ტვინის შერყევა აქვს და გარდა ამის, კოჭის გვერდითი მყესები გაიწყვიტა. პლუს 19 წლის ქართველ შუახაზელს ბარძაყის წინა კუნთიც დაუზიანდა.
სიგუა „ბაზელში“ შვეიცარიულ კლუბში შარშან თბილისის „დინამოდან“ გადავიდა და 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან საქართველოს ნაკრებში 2-ჯერ ითამაშა. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გერმანიაში იმყოფებოდა, მაგრამ მოედანზე არ გასულა.
ლაშა თაბაგარი