„ფროზინონე“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, იტალიის თასიდან გავარდა. 1/32-ფინალში სერია B-სა ბინადარი ფროზინონელები შინ „პიზას“ შეხვდნენ და 0:3 წააგეს. საქართველსო 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს.
21 წლის კვერნაძე „ფროზინონემ“ შარშან იჯარით ფოთის „კოლხეთიდან“ აიყვანა, ხოლო მიმდინარე ზაფხულში გამოისყიდა.
ლაშა თაბაგარი
