გულიაშვილის პირველი დუბლი „სარაევოში“

0
13

გიორგი გულიაშვილმა „სარაევოში“ დაბრუნების შემდეგ, თავისი პირველი დუბლი შეასრულა. ბოსნიის ჩემპიონატის მე-2 ტურში სარაევოელები სტუმრად „სლოგას“ შეხვდნენ და 3:1 დაამარცხეს.
საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ექსთავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 32-ე წუთზე, როდესაც „სარაევო: 1:0 იგებდა, მასპინძლების საჯარიმოში წინ გამოსულ მეკარეს გაცდა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა. 34-ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევის დროს გულიაშვილმა დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. ის 89-ე წუთზე შეცვალეს. სეზონის სტარტზე გატანილი 3 გოლით გულიაშვილი ჩემპიონატის ბომბბარდითა დავაში ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი