მიქაუტაძემ „არსენალთან“ წააგო, დავითაშვილის საგოლე პასი

0
24

„ლიონი“, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა, „ემირეითს ქაფზე“ ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. ლონდონში „ემირეითს სთედიუმზე“ გამართულ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. „არსენალი“ მე-9 წუთზე სალიბამ დააწინაურა, ხოლო 27-ე წუთზე მეტოქის კარი მაგალიაეშმა აიღო.
„სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის სტარტამდე მორიგი ამხანაგური მატჩი გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში წელს დაწინაურებულ „ჰოლსტენ კილთან“ ჩაატარა და 3:2 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ იბრაჰიმა სისოკომ ანგარიში გაათანაბრა – 1:1. დავითაშვილი მოგვიანებით შეცვალეს.
„ვალენსიამ“ ამხანაგურმ მატჩში ფრანკფურტის „აინტრახტს“ 3:2 აჯობა. გიორგი მამარდაშვილი ესპანელების სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი