ლაუტარო მარტინესმა „ინტერთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
14

ლაუტარო მარტინესმა მილანის „ინტერთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა „ნერაზურის“ თავისი მომავალი 2029 წლის ივნისამდე დაუკავშირა. ის ახალი ხელშეკრულებით ხელფასის სახით წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს.
26 წლის მარტინესი „ინტერში“ 2018 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 282 მატჩში 129 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ლაუტარო 24 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საერთო ჯამში კი, სხვა ტურნირების გათვალისწინებით 44 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 27-ჯერ აიღო და 7 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი