ბრატისლავას “სლოვანმა”, რომელშიც გურამ კაშია გამოდის, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ კვიპროსის აპოელი მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. საქართველსო ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა და 84-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
მასპინძლები მას შემდეგ დაწინაურდნენ, რაც სტუმართა ფეხბურთელმა პეტროვიჩმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე “სლოვანიდან” თავი მაკმა გამოიჩინა. აპოელში შეუცვლელად ითამაშა ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ლაშა დვალმა. “სლოვანი” საპასუხო შეხვედრას სტუმრად 14 აგვისტოს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





