ოთარ კიტეიშვილმა თავი “პარი სენ ჟერმენთან” ამხანაგურ მატჩში გამოიჩინა. ავსტრიის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ფრანგულ გრანდს უმასპინძლა და დაპირტისპირება 2:2 დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა სრულად მოიშუშა და სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. 43-ე წუთზე, როდესაც “შტურმი” 1:2 აგებდა, კიტეიშვილმა დაახლოებით 20 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.
ლააშა თაბაგარი





