გიორგი გოჩოლეიშვილმა “კოპენჰაგენის” შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ჩეხეთის “ოსტრავასთან” ჩატარებულ პირველ მატჩში შედგა. დანიელებმა დაპირისპირება მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ფროჰოლდტის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოიგეს საქართველოს ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-10 წუთზე ტრავმირებული უესკესის მაგივრად ჩაერთო. “კოპენჰაგენი” საპასუხო შეხვედრას ჩეხეთში ერთ კვირაში ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი
