საქართველოს თასზე 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა

0
30

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული წილისყრის შემდეგ, დავით ყიფიანის სახელობის თასზე 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა.
თბილისის “დინამო” ტყიბულის “მეშახტესა” და ბათუმის “დინამოს” შორის გამარჯვებულს შეხვდება – მასპინძლები თბილისელები არიან. თბილისის “დინამო 2” “გაგრას” მიიღებს, ხოლო სპაერი “თელავს” უმასპინძლებს. საგარეჯოს “გარეჯი” შინ ფოთის “კოლხეთს” შეხვდება.
გადადებული შეხვედრა ტყიბულის “მეშახტესა” და ბათუმმის “დინამოს” შორის 14 აგვისტოს შედგება. მეოთხედფინალური მატჩები 18 სექტემბერს გაიმართება.
ლაშა თაბაგარი