„ბარსელონა“ ოლმოს 55 მილიონად ყიდულობს

0
43

„ბარსელონა“ ნახევარმცველ დანი ოლმოს ტრანსფერზე „ლაიფციგს“ შეუთანხმდა, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება „ბარსელონას“ სპორტული დირექტორის დეკიუს ლაიფციგში ვიზიტის შემდეგ შედგა. გერმანული კლუბი ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 7 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. ოლმო ესპანურ გრანდთან კონტრაქტს 2030 წლის ივლისამდე გააფორმებს.
გასულ სეზონში 26 წლის ოლმომ „ლაიფციგის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 25 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მან ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2024 მოიგო – 6 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი