ინგლისის „ლივერპულს“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის შეძენა უნდა, იუწყება Relevo. მიმდინარე კვირაში „ლივერპულის“ და „ვალენსიას“ წარმომადგენლები შეხვდებიან, რომ ქართველი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე იმსჯელონ.
„ლივერპული“ ბრაზილიელი გოლკიპერის ალისონის შემცვლელს ეძებს, რომელიც მზადაა გუნდში მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი დარჩეს. მერსისაიდელები 31 წლის ალისონს ლეგენდად მიიჩნევენ და მასთან განშორებას არ ჩქარობენ, მაგრამ მამარდაშვილი ყიდვა უკვე ახლა სურთ, რადგან მისი სატრანსფერო ფასი დროთა განმავლობაში გაიზრდება.„ლივერპულს“ შეუძლია მამარდაშვილი შეიძინოს და მერე პრემიერლიგის სხვა კლუბში გაანათხოვროს.
მერსისაიდელთა გარდა, გიორგი ხილვა თავის რიგებში კიდევ ერთ ინგლსური კლუბ „ბორნმუთს“ სურს. „ვალენსიას“ პრეზიდენტი პიტერ ლიმი მამარდაშვილს 35 მილიონ ევროდ აფასებს.
ლაშა თაბაგარი
