გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი ტონი კროოსი დაასახელეს, რომელმაც ევრო 2024-ის შემდეგ კარიერა დაასრულა.
ავტორიტეტული გამოცემა Kicker-ის მიერ სპორტულ ჟურნალისტებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში კროოსმა 285 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ლევერკუზენის „ბაიერის“ ფორვარდი ფლორიან ვირცი (246) გავიდა, ხოლო მესამეზე ლევერკუზენის „ბაიერის“ შვეიცარიელი ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა (66);.
წლის საუკეთესო მწვრთნელად ესპანელი ხაბი ალონსო დაასახელეს. რომელმაც ლევერკუზენის „ბაიერს“ არსებობის ისტორიაში ბუნდესლიგა პირველად მოაგებინა. მეორე პოზიცია „შტუტგარტის“ თავკაცმა სებასტიან ჰიონესმა დაიკავა, ხოლო მესამე „ჰაიდეჰაიმის“ დამრიგებელმა ფრანკ შმიდტმა.
ლაშა თაბაგარი
