ფიულკრუგი „ვესტ ჰემში“ გადავიდა

0
21

ნიკლას ფიულკრუგი კარიერას ლონდონის „ვესტ ჰემში“ გააგრძელებს. მან ინგლისური კლუბთან კონტრაქტი 3+1 სისტემით გააფორმა. გერმანიის ნაკრების 31 წლის თავდამსხელის სანაცვლოდ დორტმუნდის „ბორუსიამ“ 26 მილ;იონი ევრო მიიღო და კიდევ 4 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. ფიულკრუგის ხელფასი „ვესტ ჰემში“ დაახლოებით 3 მილიონი ევრო იქნება.
ფიულკრუგმა გასულ სეზონში დორტმუნდელთა რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მას ბუნდესნაკრებში 2022 წლიდან იწვევენ და 21 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი