კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. ორთვიანი შესვენების შემდეგ და შაბათს მე-19 ტურის ორი მატჩი გაიმართა.
წყალტუბოს “სამგურალმა” თბილისის “დინამოს”1:0 აჯობა, ხოლო “დილა”-“გაგრა უგოლოდ დასრულდა.
წყალტუბოელებმა გუნდის ახალწვეულის, 35 წლის ლევან კუტალიას გოლით მოუგეს თბილისის “დინამოს”. “სამგურალმა” ამ ერთი გოლითა და გამარჯვებით ცხრილში ოთხი საფეხურით წინ წაიწია. მეცხრეზე იყო და ახლა მეხუთეზეა, თუმცა ტური ჯერ არ დასრულებულა.
73-ე წუთი იყო, როცა სამგურალის მეკარე ნოდარ ყალიჩავამ რთული ბურთი მოიგერია. კონტრშეტევა დაიწყო, ჯეფერსონ ჯერალდომ ჟან კარლოსს გააყოლა ბურთი, რომლის დარტყმულს მიხეილ მაქაცარია მისწვდა, მაგრამ გადმოვარდნილ ბურთს კუტალიამ დაამატა და 0:1. ლევანმა გოლი არ აღნიშნა, რადგან ადრე დ”დინამოში” თამაშობდა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა. ეს 2019 წელს. თბილისურ კლუბში დაბრუნდა ნახევარმცველი ნიკა ნინუა, რომელიც 2020 წლის ზაფხულსი ბერძნულ პაოკ-ში გადავიდა, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა. მის გარდა “სამგურალთან” შეცვლაზე 24 წლის განელმა მარჯვენა მცველმა ანანგ ბენსონმა ითამაშა. მანამდე, ის სლოვაკურ “ჟილინასა” და კვიპროსულ “ოთელოსში” ასპარეზობდა
“დინამოს” 22 ქულა აქვს, როგორც “სამგურალს”.
დინამო თბ 0:1 სამგურალი
ლიდერმა გორის “დილამ” შინ 0:0 ითამაშა მერვეადგილოსან “გაგრასთან”. სახიფათო მომენტები იყო, თუმცა საბოლოოდ უგოლო ფრე დაფიქსირდა.
“დილამ” ქულები დაკარგა, ერთი ეგაა, რომ წაუგებელი სერია გააგრძელა: 16 მატჩია, არ დამარცხებულა. მიმდინარე სეზონში გორელებს “გაგრასთან” გოლი არ გაუშვიათ: 2:0, 1:0, 0:0.
დილა 0:0 გაგრა
