ზივზივაძემ ახალი სეზონის პირველ მატჩში გაიბრწყინა

0
36

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სასტარტო მატჩში გაიბრწყინა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გერმანიაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა და “კარლსრუეს” ბავარიის “ნიურნბერგთან” პირადად მოაგებინა.
კარლსრუელები პირველ ტაიმში 0:2 ჩამორჩნენ, თუმცა შესვენებამდე ზივზივაძემ ერთი გოლის გატანა მოახერხა. ბუდუმ 73-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ექვსიოდე წუთში კი ქართველმა ეფექტური ბურთი გაიტანა – ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მიიღო, შემოტრიალებით დაარტყა და შორეულ კუთხეში მოათავსა – 3:2.
ბუდუ გახდა პირველი ფეხბურთელი 2020 წლის შემდეგ, ვინც მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა.ბოლოს ასეთი რამ დანიელ კეიტა-რიულმა შეძლო 2020 წელს, “ზანდჰაუზენისა” და “დარმშტადტის” მატჩში. ამასთან, ზივზივაძემ მე-2 ბუნდესლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით (16) გადაუსწრო ლევან კობიაშვილს (15), ხოლო ამ მაჩვენებლით ქართველებიდან პირველია ალექსანდრე იაშვილი 47 გოლით.