ბათუმის „დინამო“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ღუდუშაურმა დატოვა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. ის ბათუმელთა რიგებში 2022 წლიდან გამოდიოდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატაარებულ 59 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მანამდე, ღუდუშაური 2 სეზონი გორის „დილაში“ თამაშობდა, ხოლო კარიერა თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო, სადაც 2015-2019 წლებში ასპარეზობდა.
ლაშა თაბაგარი





