რუმინეთის ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ გახდება, იუწყება Fanatik.
რუმინელი სპეციალისტი ნაკრებში 38 წლის შემდეგ ბრუნდება. ის თავისი ქვეყნის გუნდს 1981-1986 წლებში ავარჯიშებდა და 57 მატჩი ჩაატარა.
ბოლოს ლუჩესკუ კიევის „დინამოს“ ავარჯიშებდა. მანამდე, 79 წლის მწვრთნელი ბუქარესტის „რაპიდს“, მილანის „ინტერს“, „გალათასარაის“, დონეცკის „შახტარს“, „ბეშიქთაშს“, „ზენიტს“ და თურქეთის ნაკრებს უძღვებოდა.
რუმინელები უმწვრთნელოდ ევრო 2024-ის შემდეგ დარჩნენ, როდესაც ედვარდ იორდანესკუს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს. ბალკანელები 1/8-ფინალში ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი
