ვოლკოვი კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზეა

0
60

„ზირე“, რომელშიც დავით ვოლკოვი გამოდის, კონფერეენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. აზერბაიჯანულმა გუნდმა პირველ მატჩში შინ სლოვაკეთის „დუნაისკა სტრედა“ 4:0 დაამარცხა, ხოლო საპასუხოში 2:1 აჯობა. ვოლკოვი სლოვაკეთში გამართულ შეხვედრაშიც სასტარტოში იყო, მაგრამ პირველი თამაშისგან განსხვავებით, სადაც დუბლი შეასრულა, ამჯერად გოლი არ გაუტანია. ის 67-ე წუთზე შეცვალეს. კონფერენს ლიგის მე-3 ეტაპზე „ზირე“ ხორვატიის „ოსიეკს“ შეხვდება.
დანიის „კოპენჰაგენმა“, რომელსც ცოტა ხნის წინ გიორგი გოჩოლეიშვილი შეურთდა, თავის მოედანზე გიბრალტარის „მაგპეისი“ 5:1 გაანადგურა. დანიელებმა სტუმრად პირველი თამაში 3:0 მოიგეს, მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე „კოპენჰაგენი“ ჩეხეთის ოსტრავის „ბანიკს“ დაუპირისპირდება.
კონფერენს ლიგას დაემშვიდობა თორნიკე მოსიაშვილი „ტობოლი“. ყაზახებმა პირველი თამაში სტუმრად შვეიცარიის „სენტ-გალენთან“ 1:4 წააგეს, ხოლო შინ 0:1 დამარცხდნენ.
კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი თამაშები 8 აგვისტოს შედგება, ხოლო საპასუხო – 15 აგვისტოს.
ლაშა თაბაგარი