ურუგვაის ნაკრების მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსას აზრით, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის H ჯგუფის მეორე მატჩში კაბო-ვერდესთან ვერმოგების (2:2) გადამწყვეტი ფაქტორი ინტენსივობის ვარდნა იყო.
„თავს კარგად როდესაც ვიცავდით, თამაშის მსვლელობა დაწინაურების საშუალებას გვაძლევდა. თამაშზე კონტროლს როდესაც ვკარგავდით, მაშინ ჩვენი უპირატესობა მცირდებოდა.
მატჩის შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იმ ფაქტმა მოახდინა, რომ ინტენსიურობის ვარდნა დავუშვით, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა“ – იუწყება არგენტინელი სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი შეხვედრის 21-ე წუთზე ანგარიში შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმით კაბო-ვერდედან ლენინიმ გახსნა. 44-ე წუთზე არაუხომ საპასუხო ბურთი გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-6 წუთზე ურუგვაი კანობიომ დააწინაურა. 61-ე წუთზე ურუგვაელთა მეკარემ ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა, საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და ვარელამ ანგარიში გაათანაბრა.
ლაშა თაბაგარი





