ესპანეთის ნაკრების გარემარბ ლამინ იამალისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და გოლის გატანა ახდენილი ოცნებაა. მან ამის შესახებ H ჯგუფის მეორე მატჩში საუდის არაბეთთან 4:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომელშიც ანგარიში გახსნა.
„გეგმა ასეთი იყო – პირველ ტაიმი უნდა მეთამაშა და დამესვენა, მაგრამ პირველ ყოვლისა გუნდს დავხმარებოდი. ყველაფერი ისე წარიმართა როგოც გვსურდა – სამბურთიანმა უპირატესობამ დასვენების საშუალება მომცა.
მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას ყოველთვის ვოცნებობდი, ხოლო პირველივე მატჩში სასტარტოში თამაში და გოლის გატანა ოცნების ახდენაა. წინა მუნდიალს საკლასო ოთახში ვუყურებდი, ხოლო ახლა გოლი გამაქვს, როდესაც ტრიბუნებზე დედაჩემი და ოჯახის წევრები არიან. ეს ახდენილი ოცნებაა“ – იუწყება იამალის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი





