მამარდაშვილის გუნდმა ფორვარდი დაიმატა

0
32

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, თავდამსხმელი დანი გომესი დაიმატაა. რუბენ ბარახას გუნდმა 26 წლის ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარიტ „ლევანტედან“ აიყვანა.
გასულ სეზონში, გომესმა „ლევანტეს“ მაისურით სეგუნდა დივიზიონში 34-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ „ლევანტეში“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ასპარეზობს.
ლაშა თაბაგარი