ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და „ალ ჰილალის“ თავდამსხმელმა ნეიმარი იმ სირთულის შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი გამოჯანმრთელების პროცესს თან სდევს, 32 წლის ფეხბურთელი მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო მოედანზე გასული წლის ოქტომბრიდან არ გასულა.
„ამ ტრავმის შემდეგ ისეთი რთული დღეები მაქვს, რომ ზოგჯერ ყველაფრის მიტოვება მსურს. ამის გადატანა რთულია. თუმცა, მებრძოლი ვარ, რომელიც მანამდე არ ჩერდება, ვიდრე თავისას არ მიაღწევს. ღმერთი მაძლიერებს. ჩვენ ყოველ დღე ვიბრზოლებთ“ – დაწერა ნეიმარმა სოციალურ ქსელში.
ლაშა თაბაგარი
