ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „გრანადაში“ გიორგი წიტაიშვილის დებიუტი შედგა. გრანადელები ამხანაგურ შეხვედრაში „სევილიას“ დაუპირისპირდნენ და 0:2 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი სასტარტოში არ იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო.
„ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილი გარეშე სეგუნდა დივიზიონის „ლევანტეს“ სპარინგში დაუზავდა – 0:0. გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ სასტარტოში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.
სერია B წარმომადგენელი „ფროზინონემ“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, ამხანაგურ შეხვედრაში „პოტენცას“ 1:0 აჯობა. საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფორვარდმა გამარჯვებულთა სასტარტოში მორიგი შეხვედრა ჩაატარა.
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ „ტრენტოს’ 3:2 სძლია, საქართველოს ნაკრების მცველი სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
ლ;აშა თაბაგარი
