ბოსნიის „სარაევო“, რომელშიც გიორგი გულიაშვილი გამოდის კონფერენს ლიგას მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.
სარაევოელებმა პირველ მატჩში შინ ტრნავის „სპარტაკს“ ვერ მოუგეს (0:0), ხოლო საპასუხო შეხვედრა სლოვაკეთში 0:3 წააგეს. საქართველოს 21-წლამდელთა ექსფორვარდმა ტრნავაში შეუცვლელად ითამაშა.
ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა ლატვიის „რიგასი“, რომელშიც ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე ირიცხებიან. ლატვიელებმა მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაში სტუმრად ნორვეგიის „ბოდო გლიმტთან“ 0:4 წააგეს, ხოლო შინ საპასუხო თამაშში ასევე დამარცხდნენ – 1:3. რიგაში ჩატარებულ შეხვედრაში ოდიშარია მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა, ხოლო სილაგაძეს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა აკმარეს. „რიგასი“ ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო, სადაც ანდორის „სანტა კოლომნას“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი
