ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში ახალი სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ნეაპოლელებმა ფრნაგულ „ბრესტს“ უმასპინძლეს და 1:0 აჯობეს. კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე რასპადორიმ გაიტანა.
„ლიონში“ გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა. ფრანგულმა გუნდმა ლიგა 1-ში სეზონის სტარტამდე იტალიის „ტორინო“ მიიღო და გოლი ვერცერთმა გუნდმა გაიტანა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 76-ე წუთიდან ითამაშა, იმავე წუთზე გავიდა მოედანზე ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი საბა საზონოვი.
“სენტ-ეტიენმა” ამხანაგურ თამაშში “მონპელიეს” 2:1 აჯობა. ზურიკო დავითაშვილმა გამარჯვებულტა რიგებში მეორე ტაიმი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი
