ჯიმი ტაბიძე კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა კონტრაქტი მახაყჩალის „დინამოსთან“ გააფორმა და 5-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
28 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან საბერძნეთის „პანეტოლიკოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა. ტაბიძისთვის რუსეთის ჩემპიონატი უცხო არაა, რადგან თავის დროზე ეკატერინბურგის „ურალში“ და „უფაში“ გამოდიოდა. ის კარიერის განმავლოიბაში ასევე თბილისის „საბურთალოში“ და „დინამოში“ თამაშობდა.
ტაბიძემ ჩვენ ეროვნულ გუნდში 15-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. იგი ნაკრებთან ერთად გერმანიაში ევრო 2024-ზე იმყოფებოდა, მაგრამ თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონია.
ლაშა თაბაგარი
