სამხრეთ კორეის მოქმედმა ჩემპიონმა „ულსან ჰიუნდაიმ“ გიორგი არაბიძე წარადგინა. 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის დეტალები კორეელებს არ გაუხმაურებიათ.
არაბიძე 2022 წლიდან ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა, სადაც 86 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. მანამდე, ის თბილისის „ლოკომოტივში“, დონეცკის „შახტარში“, პორტუგალიის „ნასიონალში“, თურქეთის „ადანასფორში“, ვოლგოგრადის „როტორში“ და „სამტრედიაში“ ასპარეზობდა.
ლაშა თაბაგარი
