ჩაკვეტაძის გოლი პირველ ამხანაგურში

0
29

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კლუბში დაბრუნებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ პირველად ითამაშა. ინგლისის ჩემპიონშიფში ახალი სეზონის დაწყებამდე „უოტფორდმა“ ახმანაგური მატჩი გასვლაზე „ნიუკომბთან“ ჩაატარა და 2:3 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. მე-14 წუთზე ჩაკვეტაძემ ბურთი „ნიუკომბის“ს საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ერთ მეტოქეს გაცდა, ხოლო საჯარიმოში შესული მასპინძლების კიდევ ორ ფეხბურთელს გაუმკლავდა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.
ლაშა თაბაგარი