აპოელი, რომელშიც ლაშა დვალი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. კვიპროსის ჩემპიონმა პირველ მატჩში მოლდოვას „პეტროკუბი“ 1:0 დაამარცხა, ხოლო საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულა და ნიქოზიელები ტურნირში გამოსვლას განაგრძობენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა კვიპროსში ჩატარებული თამაში მცირე ტრავმის მიზეზითა გამოტოვა, ხოლო მოლოდვაში გამართულ შეხვედრაში მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო.
ლაშა თაბაგარი
