ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ნაპოლიში“ პირველად ითამაშა და თავიც გამოიჩინა. ნეაპოლელები ამხანაგურ შეხვედრაში ალბანეთის ჩემპიონ „ეგნატიას“ დაუპირისპირდნენ და 4:0 დაამარცხეს. „ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტოში დააყენა და პირველი ტაიმის მერე შეცვალა.
21-ე წუთზე ლობოტკას პასის შემდეგ, კვარაცხელიამ მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფეხით მიიღო ბურთი და ისე რომ მიწაზე არ დაუშვია კარში გადაგზავნა – 1:0. შესვენებამდე ნეაპოელელბიდან თავი ასევე მატეო პოლიტანომ გამოიჩინა. მეორე ტაიმში ალბანელთა კარი ჯოვანი სიმეონემ და სირილ ნგონგემ აიღეს.
ლაშა თაბაგარი





