ლევან ელოშვილის ავსტრიის რანგით მეორე ლიგის „კაპფენბერგში“ დაბრუნება გოლით აღნიშნა. ის გასულ სეზონში „გრაცერში“ გამოდიოდა, რომელთან ერთად ავსტრიის ბუნდესლიგის საგზური მოიპოვა, მაგრამ ზაფხულში იძულებული გახდა ისევ „კაპფენბერგის“ მაისური მოერგო.
ავსტრიის თასის 1/32-ფინალში „კაპფენბერგი“ სტუმრად „ტრეიბახს“ შეხვდა და 6:1 გაანადგურა. სასტარტოში შემადგენლობაში მყოფმა ელოშვილმა თავი 41-ე წუთზე გამოიცინა – 0:4.
თასის 1/16-ფინალში გავიდა სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“, რომელმაც სტუმრად „დრასბურგს“ 7 უპასუხო გოლი გაუტანა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სასტარტოში არ იყო და თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო.
რუმინეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში კრაიოვას „უნივერსიტატიამ“ გასვლაზე „კლუჟს“ 2:0 აჯობა. ანზორ მექვაბიშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ კოლიცმა ანგარიში გახსნა. მექვაბიშვილი „უნივერისტატიაში“ გასული სეზონის მეორე ნახევარში გადავიდა და პირველი საგოლე პასი მიითვალა, ხოლო გოლი არ გაუტანია.
ბრატისლავას „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად „კომარნო“ 4:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მოქმედი ჩემპიონის სასტარტოში არ იყო და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო.
ლაშა თაბაგარი





