უეფამ ევროთასების ფინალების მასპინძელი ქალაქები დაამტკიცა

0
1

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
15 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ სხდომაზე უეფას საკლუბო ტურნირების ფინალების მასპინძელი ქალაქები დასახელდა.
უეფას ჩემპიონთა ლიგა

•⁠  ⁠2028 — მიუნხენი
•⁠  ⁠2029 — ბარსელონა

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგა

•⁠  ⁠2028 — ლიონი
•⁠  ⁠2029 — კარდიფი

უეფას ევროპა ლიგა

•⁠  ⁠2028 — ბუქარესტი
•⁠  ⁠2029 — ბელგრადი

უეფას კონფერენს ლიგა

•⁠  ⁠2028 — ტურინი
•⁠  ⁠2029 — ბუდაპეშტი

უეფას სუპერთასი

•⁠  ⁠2027 — ამსტერდამი
•⁠  ⁠2028 — ასტანა

ამასთან ერთად, 2027 წლის უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპს შვეიცარიის ქალაქი ბილი უმასპინძლებს.
აღმასრულებელმა კომიტეტმა ასევე დაამტკიცა ცვლილებები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების ლიგებს შორის აღზევება-დაქვეითების სისტემაში. ცვლილებები მიზნად ისახავს ახალ ფორმატზე ეტაპობრივ გადასვლას — 2028/29 წლების სეზონიდან უეფას ერთა ლიგა ოთხის ნაცვლად სამი ლიგისგან იქნება შემდგარი.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომა 7 დეკემბერს, ბელფასტში გაიმართება. ერთი დღით ადრე, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქი ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას უმასპინძლებს.
ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი 2023 წლიდანაა. სფფ-ის პრეზიდენტი ასევე ხელმძღვანელობს უეფას ფეხბურთის კომიტეტსა და ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს.
ლაშა თაბაგარი