არაბულის მერვე გოლი სამხრეთ კორეაში

0
25

ბაჩანა არაბულმა სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგაში, სადაც სადებიუტო სეზონს ატარებს თავისი მე-8 გოლი გაიტანა.
მე-20 ტურში „გიონგნამი“ შინ „ჩეონამს““ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 3:3. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-11 წუთზე მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ, ბურთს შორეულ ძელთან მიასწრო, რის შემდეგ თავით გაიტანა – 2:3.  30 წლის ფეხბურთელი 90-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ამ სეზონში 8 გოლის გარდა, კიდევ ერთი შედეგიანი გადაცემაა.
ლაშა თაბაგარი