გიორგი გაგუამ „დუნაისკა სტრედას“ მაისურით მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა. სლოვაკეთის თასის 1/32-ფინალში „დუნაისკა სტრედა“ სტუმრად მესამელიგელ „ველკე ლუდინცესთან“ სენსაციურად 2:3 დამარცხდა, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვარდმა თავი ისევ გამოიჩინა.
მატჩის მე-6 წუთზე მასპინძლები ორავიკმა დააწინაურა, ხოლო მე-12 წუთზე გეიემ საპასუხო ბურთი გაიტანა. მე-20 წუთზე საჯარიმოს დარტყმის შესრულების დროს „დუნაისკა სტრედას“ ფეხბურთელმა ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც ყველას გაგუამ დაასწრო და თავით გაიტანა. 58-ე წუთზე ანგარიში ტოტმა გაათანაბრა, 64-ე წუთზე კი რაკმა მასპინძლები დააწინაურა. 75-ე წუთზე „დუნაისკა სტრედადან“ პენალტი რამადანმა ვერ გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე სტუმრებიდა თერთმეტმეტრიანი სილამ ვერ გამოიყენა.
გაგუამ მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. სლოვაკეთის თასზე ერთ შეხვედრაში ერთი ბურთი შეაგდო. კონფერენს ლიგაში ოთხჯერ ითამაშა და მეტოქის კარის ერთხელ აიღო, პლუს ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





