კაჭარავა კვიპროსში დაბრუნდა

0
52

ნიკა კაჭარავა კარიერას კვიპროსში განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კონტრაქტი რანგით მეორე ლიგის კიტიოუს „სპარტაკოსთან“ გააფორმა.
30 წლის თავდამსხლემი ბოლო 2 სეზონი „პანევეჟისში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში ლიეტუვას ჩემპიონატში 19-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.
მანამდე, კაჭარავა „ცხინვალში“, ყაზანის „რუბინში“,, „როსტოვში“, ახნას „ეთნიკოსში“,  კიელცეს „კორონაში“, კვიპროსის „ანორთოსისში“, პოზნანის „ლეხში“, „ჯეონამ დრაგონსში“ და ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი