ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის თასზე 27 და 28 ივლისს გამართული მატჩების შემდეგ 7 ნახევარფინალისტი გაირკვა. აღსანიშნავია, რომ გათამაშებას გასული სეზონის თასის მფლობელი თბილისის “იბერია” და ქუთაისის “ტორპედო” გამოეთიშნენ. საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ბათუმის “დინამოს” თასზე არ უთამაშია, რადგან კონფერენს ლიგაში კვიპროსის “ომონიასთან” საპასუხო მატჩის წინ ტყიბულის “მეშახტეს” თამაშის გადადებაზე შეუთანხმდა.
“ლოკომოტივი“ (თბილისი) – „თელავი“ 0:0 (პენალტებით – 3:5)
„სამგურალი“ (წყალტუბო) – „გაგრა“ 0:0 (პენალტებით – 7:8)
„გარეჯი“ (საგარეჯო) – „სამტრედია“ 5:0
“ლოკომოტივი 2“ (თბილისი) – „სპაერი“ 0:1
„დინამო 2“ (თბილისი) – „ტორპედო“ (ქუთაისი) 4:0
„რუსთავი“ – „კოლხეთი 1913“ (ფოთი) 2:3
„იბერია“ (თბილისი) – „დინამო” (თბილისი) 1:2
ლაშა თაბაგარი
