გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენის“ ღირსებას დაიცავს

0
29

გიორგი გოჩოლეიშვილი 2024-2025 წლების სეზონის „კოპენჰაგენში“ გაატარებს. დონეცკის „შახტარმა“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დანიურ კლუბში ერთი წლით გაანათხოვრა.
|23 წლის გოჩოლეიშვილი უკრაინულ კლუბში 2022-2023 წლების სეზონიდან ირიცხება და ჩემპიონატში ჩატარებულ 30 მატჩში 1 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა. მან „შახტარის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაში 4-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ევროპა ლიგაში ერთხელ იასპარეზა. მან დონეცკელებთან ერთად უკრაინის ჩემპიონატი და თასი 2-2-ჯერ მოიგო.
მიხეილ აშვეთიას და დავით ხოჭოლავას შემდეგ, გოცოლეიშვილი მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც “კოპემჰაგენში” ითამაშებს. აქვე გეტყვით, რომ ტრავმების გამო კარიერის ნაადრევად დასრულების შემდეგ, ხოჭოლავა სეზონის დაწყებამდე “კოპენჰაგენის” გულშემატკივრებმა გააცილეს, რომელთაც გუნდის საშინაო არენა გაავსეს.
ლაშა თაბაგარი